ჯიმ კერი

ჯიმ კერი
ჯიმ კერი
ჯიმ კერი
ჯიმ კერი
ჯიმ კერი
1805 ნახვა 0 კომენტარიев 0
ფილმი არ მუშაობს!
8 . 4
5
ხმა.:17.0
ხმა.:9
ჯიმ კერი

კატეგორია:

მსახიობები

წელი:

1962

ენა:

ქართული


ადრეული ცხოვრება

ჯიმ კერი კანადის ქალაქ ნიუმარკეტში, ონტარიოს პროვინციაში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ დიასახლისი კეტლინ კერი და მუსიკოსი და ბუღალტერი პერსი კერი. ჯიმს ჰყავს სამი უფროსი და-ძმა: ჯონი, პატრიცია და რიტა.მისი მშობლები რელიგიური აღმსარებლობით კათოლიკეები იყვნენ. დედამისი შოტლანდიელთა შთამომავალი იყო, მამა კი ფრანგი კანადელი. ჯიმი 14 წლის იყო როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად შტატ ონტარიოს ქალაქ სკარბოროში გადავიდა საცხოვრებლად.1 წლის შემდეგ ჯიმი სასწავლებლად გადავიდა ქალაქ ბერლინგტონში და იქ 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და სწავლობდა ელდერშოთის უნივერსტეტში.
კარიერა
კომედია


1979 წელს კერიმ დაიწყო მონაწილეობა ტორონტოს იუკი-იუკის კომედიურ შოუში, ერთი წლის შემდეგ კი გახდა ამ შოუს წამყვანი. 1981 წელს ჯიმი გადავიდა ლოს-ანჯელესში და დაიწყო მუშაობა კომედი სთორში. სწორედ ამის შემდეგ მიაქციეს ყურადღება ჯიმ კერის ტელევიზიებმა და 1981 წელს ის შეუერთდა NBC-ის პოპულარული შოუს შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში სცენარისტთა ჯგუფს. 1983 წლამდე იგი ასრულებდა ეპიზოდურ როლებს სხვადასხვა ფილმებში.
ფილმები

ჯიმმა პირველი დიდი როლი მიიღო ფილმში კუპერის მთები. 90-იან წლებამდე მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ფილმში. პირველი დიდი წარმატება კი კერის მოუტანა ფილმმა ეის ვენტურა-ცხოველების დეტექტივი.მიუხედავად კრიტიკოსთა მხრიდან ფილმის დაბალი შეფასებისა, ჯიმ კერი მალე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ახალგახრდა მსახიობად. იმავე წელს გამოვიდა ფილმები ნიღაბი და ჩლუნგი და უფრო ჩლუნგი, რომლებმაც კიდევ უფრო გაზარდა კერის პოპულარობა.კრიტიკოსებმა დაიწუნეს კერის მომდევნო ფილმი მეკაბელე, თუმცა მან მალევე მოახდინა რეაბილიტაცია ფილმით მატყუარა,მატყუარა. ჯიმს კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა ფილმებმა ტრუმანის შოუ და ადამიანი მთვარეზე. ტრუმანის შოუმ გაიმარჯვა ოსკარის სამ ნომინაციაში, თავად ჯიმ კერიმ კი ამ ფილმისთვის ოქროს გლობუსი მიიღო. 1999 წელს მან შეასრულა კომიკოს ენდი კაუფმანის როლი ფილმში ადამიანი მთვარეზე. მიუხედავად კრიტიკოსთა მაღალი შეფასებისა ფილმი არ იყო ნომინირებული ოსკარზე, სამაგიეროდ ჯიმ კერიმ ზედიზედ მეორედ მიიღო ოქროს გლობუსი მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის. 2003 წელს ჯიმმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში ყოვლისშემძლე ბრიუსი, რომლის მოგებამაც 485 მილიონი დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით გახდა მეორე ყველაზე მომგებიანი კომედია. კერის ბოლო ფილმია მე შენ მიყვარხარ ფილიპ მორის. მანამდე მან შეასრულა მთავარი როლი ფილმში ყოველთვის თქვი დიახ. მან ასევე გაახმოვანა მთავარი პერსონაჟი ჰორტონი ანიმაციურ ფილმში ჰორტონს ესმის (2008) და რამდენიმე სხვადასხვა პერსონაჟი,მათ შორის მთავარი გმირი სკრუჯი ანიმაციურ ფილმში საშობაო ისტორია (2009). მიუხედავად იმისა რომ ჯიმი ცნობილია თავისი კომიკური როლებით მას ნათამაშები აქვს რამდენიმე სერიოზულ ფილმში, მათ შორისაა ფილმები მაჯესტიკი (2001), ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება (2004), რომელსაც კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისწეს და ტრილერი რიცხვი 23 (2007).
პირადი ცხოვრება

ჯიმ კერი არის მეტალ ჯგუფის კანიბალ კორპსის ფანი. 2004 წელს კერიმ მიიღო ა.შ.შ.-ს მოქალაქეობა და ამჟამად ორმაგი მოქალაქეობა აქვს. 1990 წლიდან მისი ოჯახი გახდა პრესბიტერიანიზმის აღმსარებელი. ცნობილია რომ ჯიმს არ უყვარს ამა თუ იმ ფილმების გაგრძელებებში თამაში, რადგან მიაჩნია რომ როლს უკეთ ვეღარ შეასრულებს. ერთადერთი ფილმი რომლის გაგრძელებაშიც კერიმ ითამაშა ეის ვენტურაა. ხოლო ფილმების ნიღაბის, ყოვლისშემძლე ბრიუსის და ჩლუნგი და უფრო ჩლუნგის სიქველებში მონაწილეობაზე მან უარი განაცხადა.
ოჯახი

ჯიმ კერის პირველი მეუღლე იყო კომედი სთორის ოფიციანტი მელისა უომერი. ისინი 1987 წელს დაქორწინდნენ და იმავე წელს ეყოლათ შვილი, ჯეინ ერინი კერი. ჯიმი და მელისა ერთმანეთს 1995 წელს ოფიციალურად დაშორდნენ, რისი მიზეზიც გახდა კერის რომანტიკული ურთიერთობა მსახიობ ლორენ ჰოლთან.ჯიმმა ლორენი ჩლუნგი და უფრო ჩლუნგის გადაღებებისას გაიცნო. ისინი 1996 წელს დაქორწინდნენ. თუმცა ამ ქორწინებამ ერთ წელსაც ვერ გასტანა. მალევე ჯიმმა დაიწყო შეხვედრა მე,ისევ მე და ირენში თანაპარტნიორ რენე ზელვეგერთან. თუმცა მათი ურთიერთობა 2000 წელს დასრულდა. 2005 წლიდან ჯიმი ხვდებოდა მოდელ ჯენი მაკარტის. 2010 წელს წყვილმა ოფიციალურად განაცხადა დაშორების შესახებ.
ასევე შეგიძლიათ უყუროთ
ალ პაჩინო
1940 წელი IMDB: 7.7
!
ხმა: 12695

ალ პაჩინო

ორიგინალი

დრო:

გამოშვების წელი: 1940

რეჟისორი:

მსახიობები:

მოკლე აღწერა:ალ პაჩინო (ინგლ. Alfredo James Pacino; დ. 25 აპრილი, 1940, ნიუ-იორკი) — ამერიკელი მსახიობი. აქტიური მოღვაწეობა დაიწყო

ნახვები: {views}
არნოლდ შვარცნეგერი
1947 წელი IMDB: 7.7
!
ხმა: 12695

არნოლდ შვარცნეგერი

ორიგინალი

დრო:

გამოშვების წელი: 1947

რეჟისორი:

მსახიობები:

მოკლე აღწერა:მსახიობი, ყოფილი კულტურისტი. დაიბადა 1947 წელს 30 ივლისს ავსტრიის ქალაქში – გრაცში. ჯერ კიდევ მოზარდი არნოლდი

ნახვები: {views}
ბრედ პიტი / Brad Pitt
წელი IMDB: 7.7
!
ხმა: 12695

ბრედ პიტი / Brad Pitt

ორიგინალი

დრო:

გამოშვების წელი:

რეჟისორი:

მსახიობები:

მოკლე აღწერა:უილიამ ბრედლი „ბრედ“ პიტი (ინგლ. Brad Pitt; დ. 18 დეკემბერი, 1963) — ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. იგი პოპულარული

ნახვები: {views}
ჯეკი ჩანი / Jackie Chan
!
ხმა: 12695

ჯეკი ჩანი / Jackie Chan

ორიგინალი

დრო:

გამოშვების წელი: 1954 წლის 7 აპრილს

რეჟისორი:

მსახიობები:

მოკლე აღწერა:ჯეკი ჩანი დაიბადა ჰონკონგში 1954 წლის 7 აპრილს. მას დაარქვეს ჩენ კონგ სანგი (Chan Kong Sang). მომავალი მსახიობის

ნახვები: {views}
ნიკოლას კეიჯი
1964 წელი IMDB: 7.7
!
ხმა: 12695

ნიკოლას კეიჯი

ორიგინალი

დრო:

გამოშვების წელი: 1964

რეჟისორი:

მსახიობები:

მოკლე აღწერა:დაიბადა ლონგ-ბიჩზე, კალიფორნია, აუგუსტ კოპოლას (იტალიელი ამერიკელი მწერალი და პროფესორი) და ჯოი ვოგელსანგის (გერმანული

ნახვები: {views}
კომენტარი
მსუქანი დახრილი ტექსტი გადახაზული ტექსტი გახაზული ტექსტი | განლაგება მარჯვენა მხარეს ცენტრში დალაგება მარცხენა მხარეს | სმაილის ჩასმა ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა Преобразовать выбранный текст из транслитерации в кириллицу სპოილერის ნახვა
ჩარტეთ ეს სურათი რადგან გამოჩნდეს უსაფრთხოების კოდი
განახლება, თუ არ ჩანს კოდი
ფილმები
ფილმები
ფილმები
ფილმები